"საზოგადეობის კვლევის ცენტრი" წარმოგიდგენთ სტატიათა კრებულის, "რატომ ევროპა -როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში", პრეზენტაციას.
კრებულში შესულია გია ჟორჟოლიანის, ბაქარ ბერეკაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და თორნიკე ჩივაძის სტატიები. პუბლიკაცია გამოიცა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ევროპული განვითარება და ევროკავშრიში გაწევრიანება - ორი მიზნის ურთიერთმიმართება.
- ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და სოციოეკონომიკური განვითარების გზა- წინააღმდეგობები და კონსენსუსი.
- ჩვენში იგნორირებული ფუძემდებლური ევროპული პრინციპები - სახელმწიფოს როლი ეკონომიკურ განვითარებაში და კეთილდღეობის საყოველთაო ინსტიტუტები.
ღონისძიება გაიმართება 31 მარტს თბილისის სახელწმიფო უნივერსტეტის პირველ კორპუსში 15 საათზე ,აუდიტორია 115-ში